- Advertisement -

ზუგდიდი საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისის სხდომა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. 

კომისიის წევრებმა მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა აქტიურად გრძელდება. განხილვაში მონაწილეობა თავისუფალია. 

ზუგდიდის მერია საკრებულოში ბიუჯეტის განხილვაში აქტიური ჩართვისკენ და დასწრებისკენ საზოგადეობას მოუწოდა. 

6 დეკემბერი, 14:00 საათი – იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია;

6 დეკემბერი, 14:00 საათი- განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისია;

7 დეკემბერი, 14:00 საათი- ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;

კომისიის სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45.
 

Comments
Loading...