- Advertisement -

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ლაჯურღულასა და შავღელეს მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლაჯურღულასა და შავღელეს მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა. მესტიის მუნიცპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით გზა პერიოდულად იხსნება და იკეტება.

"ამ დროისთვის გზა ჩაკეტილი არ გვაქვს, თუმცა მანამდე აკრძალული იყო მოძრაობა. ასევე შეფერხებული იყო, როგორც ტურისტების, ასევე ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება, მაგრამ თუ გზას არ ჩავკეტავთ მისი გაწმენდა სხვანაირად შეუძლებელია. ტალახთან ერთად მცირე ზომის ქვებიც ცვივა, რაც უნდა გაიწმინდოს,"- აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

Comments
Loading...