- Advertisement -

ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის გზის შავღელესა და ლაჯურღულას მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში- მესტიის საავტომობილო გზის შავღელესა და ლაჯურღულას მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა ინტენსიური ნალექის გამო შავღელე პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, ჩამოვიდა დიდი ოდენობით ღვარცოფი, წყალი და ტალახი.ადგილზე მუშაობს კომპანია "ლიდერ+“-ის კუთვნილი სპეცტექნიკა. ჯერ გზის გახსნა სრულად ვერ ხერხდება. გზის ორივე მხარეს ათეულობით მსუბუქი და სატვირთო მანქანაა გაჩერებული.

Comments
Loading...