ზუგდიდში ავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა ipressზუგდიდი დამატების თარიღი 10 ოქტომბერი, 2018 87 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში უბერისა და გამარჯვების ქუჩების კვეთაზე. “სუბარუსა” და “ფორდის” მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი გაზგაყვანილობის სისტემას შეეჯახა, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სუბარუს მძღოლმა. ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები და ” სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლები. ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას. ავარიაზუგდიდი