ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა ზუგდიდი დამატების თარიღი 8 იანვარი, 2018 367 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. სამეგრელო ზენო სვანეთის სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფორცვაგენის მარკის ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.