- Advertisement -

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილების პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

"აფხაზეთიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კლინიკის დირექტორმა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაუშვა სამსახურიდან. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამსახურში აღდგენა არ მოხდება, ისინი სამართლებრივ გზებს მიმართავენ. 

თავად კლინიკის დირეტქორი ოთარ შენგელიას განცხადებით, თანამშრომლებს ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. კლინიკაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია მთთვის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. მისივე თქმით, თანამშრომლებიც ნაწილი სამსახურეობრივ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებდა, რაც გახდათ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მარეგულირებელი კომისიის მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების საფუძველი.  

რაც შეეხება გათვისუფლებულებულებს, ისინი პრენამენტული აქციით იმურებან თუ მათი უფლებები არ იქნება დაცული. 

Comments
Loading...