- Advertisement -

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყიდება

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარია.

კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ და იპოტეკით დატვირთულ მიწის ნაკვეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის. ნაკვეთის აღწერილობაში მითითებულია, რომ მესაკუთრეს იპოტეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის მფლობელი 2013 წლიდან მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილი მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორია 2007 წელს შეიძინა.

Comments
Loading...