- Advertisement -

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საავტომობილო გზებზე შეზღუდვები წესდება

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საავტომობილო გზებზე შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება, გამსხურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი. რის შემდეგაც ტერიტორიაზე კონსტრუქციების და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება.

გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც.

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკურებულად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს.

Comments
Loading...