- Advertisement -

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი “ჩვენ გეძებთ შენ” ჩატარდა

როგორც ფესტივალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განუცხადა, ღონისძიების მიზანი იყო სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო კომუჯნიკაციის დამყარებას.

მისივე თქმით, არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანიამ 100-მდე ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსული ადამიანები დამსაქმებელს ინდივიდუალურად ესაუბრებოდნენ და თავიანთ რეზიუმეს ტოვებდნენ.

დასაქმების ფესტივალი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით გაიმართა.

Comments
Loading...