- Advertisement -

ზუგდიდში დაჭრილი სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ "აიპრესს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და სტაბილურადაა.

ზუგდიდში არასრულწლოვანი, ცივი იარაღით გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ მოზარდებს შორის შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Comments
Loading...