- Advertisement -

ზუგდიდში “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართა

ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართა. პროგრამის მიზანია საქართველოში ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

ზუგდიდელ ახალგაზრდებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძემ პროგრამის დეტალები გააცნო.
მისი სიტყვებით, მოსახლეობისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოსგან მიიღონ საწყისი ფინანსური მხარდაჭერა.

საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

Comments
Loading...