- Advertisement -

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას
სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის
მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ახალგაზრდული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის
განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდება. პროგრამა, რომელსაც
მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით ახორციელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაერთი
ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებას მოიცავს.
ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს
ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას,
განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების
დამუშავების, მათი წარდგენის, სიახლეების დანერგვის მეტ საშუალებას.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი,
ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო
ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის და კაფე.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარია.
ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური
განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4381
მუნიციპალური განვითარების ფონდიმა ზუგდიდში ახალი სპორტ-კომპლექსის
მშენებლობაც დაიწყო. გარდა ამისა, ფონდი ზუგდიდში იძულებით
გადაადგილებული 600 ოჯახისთვის 5 ახალ კორპუსა აშენებს.

Comments
Loading...