- Advertisement -

ზუგდიდში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრთან დაღუპული ჯარისკაცის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართ

ზუგდიდის სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაღუპული ჯარისკაცის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მომხდარში ბრალდებულ დავით ჯალარანიას, რომელიც პროცესს ესწრებოდა, ბრალი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობის მუხლით აქვს წარდგენილი. მან დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნასავედ მიიჩნევს.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების  შეფარდებაზე, კერძოდ პატიმრობაში დატოვებაზე. მოსამართლე ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომლის განმარტებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შიშით მიმალვის საფრთხე. ამიტომ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის ადვოკატ, ნინელი ქოიავას შუამდგომლობა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დავით პაპავამ წარმოადგინა მტკიცებულებების ნუსხა, მათ შორის მოწმეთა სია, მათი დაკითხის ოქმები, დაზარალებულთა დაკითხვის ოქმებთან ერთად. ასევე, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის და ბრალდებულის როგორც ტანსაცმლიდან აღებული ნიმუშები, ასევე სისხლის. იმის გამო, რომ ეს მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნია დაცვის მხარემ, მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მათი გამოკვლევის გარეშე საქმის მასალებზე დართვის შესახებ.

სხდომას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მათ პროცესის დასრულების შემდეგ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ ადვოკატს ჰქონდა შეთავაზება ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნეს – რომ არა მოსამართლე ნატრული აკობია, შესაძლოა სხვა მოსამართლეს მიეღო ეს გადაწყვეტილება. ოჯახის წევრებისვე თქმით, მათ არ სჯერათ ბრალდების მხარის პოზიციის, რომ რაც მოხდა, გაუფრთხილებლობის შედეგია. გარდაცვლილის დედამ იზა რუსიამ აღნიშნა, რომ შვილი მიზანმიმართულად მოუკლეს.

Comments
Loading...