- Advertisement -

ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, ენგურის ხიდისკენ ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს

აქციის მონაწილეები მოთხოვენ დაინიშნოს საზოგადოებრი ტრანსპორტი, რომელიც ზუგიდიდან ენგურის ხიდი მიმართულები და პირიქით იმოძრავეს.

მათი თქმით, 21-ე საუკუნეში ოთხთვალა უმრების ტრანსპორტირება სირცხვილია.

აქციის მონაწილეებს, აფხაზეთის მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი, მურმან მალაზონია შეხვდა, რომელმაც მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული მიმართულებით სამგზავრო მარშუტი უკვე არსებობს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში ტრასპორტი დამატებით დაინიშნება.

ცნობისთვის, ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების, მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და მომხმარებლები არ ჰყავთ, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ სამი მიკროავტობუსის მძღოლი საჭირო კავშირებით ახერხებს შესვლას. ერთ-ერთი ურმის მეპატრონე აქციაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც სასამართლომ 300-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

Comments
Loading...