- Advertisement -

ზუგდიდში პრეს-ტური გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდში პრეს-ტური გამართა.

სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა და პროექტები – „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ და ,,ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” – წარუდგინა.

მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მიერ წარმატებულ, კარგ პრაქტიკად იქნა აღიარებული.

ზუგდიდის გარდა პრეს-ტური 5 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით.

N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.

Comments
Loading...