- Advertisement -

ზუგდიდში, საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსები მძღოლები კერძო ავტოსადგურების გაუქმებას ითხოვენ

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს კერძო ავტოსადგურები. 

"ბიუჯეტში შეგვაქვს ფული. მიუხედავად ამისა ჩვენ არ გვაქს მუშაობის საშუალება, ყველა ნაბიჯზე სადგურები გახსნეს, ხელისუფლებამ დროულად მოაგვაროს ეს საკითხი, წინააღმეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები პერნამენტულ ხასიათს მიიღებს,"- აცხადებენ აქცის მონაწილეები.

აქციაზე, დაახლოებით, 50-მდე მიკროავტობუსის მძღოლია.

ზუგდიდის მერია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

Comments
Loading...