ზუგდიდში საშობაო მსვლელობა “ალილო” გაიმართა ზუგდიდი დამატების თარიღი 7 იანვარი, 2018 378 ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო "ალილოს" მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსვლელობის მონაწილეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეუერთდნენ და მათ საშობაო ნობათი გადასცეს. ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა საზეიმო პარაკლისი აღავლინეს. რაც შეეხება სამეგრელო ზემო-სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებს, ცხრავე მუნიციპალიტეტში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.