- Advertisement -

ზუგდიდში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 89 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 89 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელ პროექტებს მოქალაქეები თავად ირჩევენ მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესაბამისად.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები და მემორიალი, ასევე, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებს და პრობლემაზე დროული რეაგირების საუკეთესო შესაძლებლობაა.

მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 1 224 523 ლარია გამოყოფილი.

Comments
Loading...