- Advertisement -

ზუგდიდში, ფაროსანასთან საბრძოლველ მანქანებს აკუმულატორები მოპარეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე ქურდობა მოხდა. მოპარულია აკუმულატორები იმ ავტომანქანებიდან, რომლებიც მერიას ​ფაროსანასთან საბრძოლველად გუშინ გადასცეს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, ახალი აკუმპატორები უკვე ადგილზეა და მანქანებიც მწყობრშია. 

შსს-ს ინფორმაციითფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავეების დასაკავებლად.

Comments
Loading...