- Advertisement -

ზუგდიდში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში, სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები იატაკი ჩაინგრა

ზუგდიდში კოსტავას 30 ნომერში მდებარე ყოფილ საავადმყოფოს შენობაში სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები იატაკი ჩაინგრა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიულია და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს.

"ავარიულ შენობაში მერამდენე წელია ვცხოვრობთ.აქ არსებობა საფრთხის შემცველია. ვითხოვთ დახმარებას. აღნიშნულის შესახებ ინფოემირებულია როფორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე დევნილთა სამინისტრო. ახლა უცებ იატაკი ჩაინგრა, ხვალ რა მოხდება არ ვიცით, -"აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგებლები იმყოფებიან.

Comments
Loading...