- Advertisement -

ზუგდიდში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში გამართა კონფერენცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა.

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციას არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები დაესწრნენ. კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.

კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩე3ბში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ზუგდიდის მერიის ჰოლში მოეწყო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე, რომელიც უზრუნველყო ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ. ტესტირება ჩაიტარა ათასობით მოქალაქემ და მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

 

ცნობისათვის, პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ. მაშინ შიდსი ახალი, სულ რამდენიმე წლის “აღმოჩენა” იყო. შიდსთან ბრძოლის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება

Comments
Loading...