- Advertisement -

ზუგდიდში, 9 მაისის ჩიხის მცხოვრებლები კანალიზაციის გაყვანას წლებია უშედეგოდ ითხოვენ

9 მაისის ჩიხის მცხოვრებლები კანალიზაციის გაყვანას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს მერიას განცხადებით, თუმცა პასუხად უარი მიიღეს.

"რამდენჯერმე ვიყავით მერიაში, გვითხრეს, რომ დაბალიაო და არ გაკეთდებაო, სულ 16 ოჯახი ვართ, ჩიხია აქ, ვიწრო დასახლება და აუცილებლად გვჭირდება კანალიზაცია. ქუჩის თავში გათხრილია 10 მეტრომდე და ჩადებულია მილი, მერე უკვე მიატოვეს და არავინ არ გვაქცევს ყურადღებას"- აცხადებენ ისინი.

9 მაისის ჩიხის მცხოვრებლებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი თქმით, ისინი ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდება.

Comments
Loading...