- Advertisement -

ზურაბიშვილი: გაუგებარია რატომ არ არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში

ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,სალომე ზურაბიშვლი ჩამოვიდა.ის ადგილზე მიმდინარე პროცესებს გაეცნო და კოშკში თანამედროვე ტიპის კაფე- ბარის მოწყობა უარყოფითად შეაფასა.
 
 „მე პრეტენზია არ მაქვს მარჯვენა ფლიგელის ჩამონგრვასთან დაკავშირებით,რადგან ძეგლი კომუნისტების დროინდელი მინაშენისგან თავისუფლდება.გაუგებარია ვის რაში დასჭირდა ისტორიულ ძეგლში კაფე ბარის გახსნა,ეს არის კოშკის დამახინჯება. ქალაქში საამისოდ უამრავი შესაბამისი სივრცე არსებობს.ჩემთვის ასევე გაუგებარია რატომ არ არის ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხში უფროა აქტიურად ჩართული.კულტურის სამინისტროში აღნიშნული პრობლემის დატელურად შესწავლის შემდეგ,საკითხს პარლამენში დავაყენებ“_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
შეგახსენებთ არქიტექტურულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და „ქართუ ჯგუფის“დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო, სამშენებლო სამუშაოებს ამჯერად შ.პ.ს ფირმა „ბანა“ასრულებს.
 
“ბანას“ ხელმძღვანელის გია ცინცაძის განცხადებით, დამტკიცებული პროექტის თანახმად ისტორიულ ძეგლის მარჯვენა ნაწილში თანამედროვე ტიპის კაფე ბარი მოეწყობა.ისტორიული წყაროების ცნობით: 1578 წელს ფოთს თურქები დაეპატრონენ და მდინარე რიონის მარცხენა სანპიროზე ციხესიმაგრე ააშენეს. თურქეთისაგან გათავისუფლების შემდეგ 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს.
 
იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს,როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სარეთულზე განთავსებულია მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა.
Comments
Loading...