- Advertisement -

ზურაბ ალავიძემ წალენჯიხის განახლებული კულტურის სახლი დაათვალიერა

რეგიონებში ძველი და ავარიული კულტის სახლების აღდგენა აქტიურად გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა წალენჯიხაში. დღეიდან, ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი მოემსახურება. 

დასრულებული სამუშაოები, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. 

ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურის ცენტრების აღდგენას სათანადო ყურადღება ეთმობა. ,,ბევრ მუნიციპალიტეტში წლების წინ დახურული, ავარიული და უფუნქციო შენობები დგას. ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრის რეაბილიტაცია დავასრულეთ წალენჯიხაში, სადაც მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა და დარბაზი. მალე ცენტრი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას განახლებულ კულტურის სახლში უმასპინძლებს“.
პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 680 000 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 
 

Comments
Loading...