- Advertisement -

ზურაბ ალავიძე და ლატვიის რეგიონული განვითრების მინისტრი ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, ლატვიის გარემოს დაცვის და რეგიონული განვითარებისა მინისტრს კასპარ გერჰარდს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა ქვეყნებს შორის მუნიციპალიტეტების განვითარების თავიანთი ხედვები გაცვალეს. მხარეებმა ისაუბრეს მყარი ნარჩენების მართვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყნებს შორის თავიანთი გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ხელი მოეწერება სამომავლო თანამშრომლობას ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ასევე, იგეგმება ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ლატვიაში.

კასპარ გერჰარდის განცხადებით, ლატვიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან. ორივე ქვეყანას აქვს კარგი ურთიერთობა ყველა სფეროში. დღეს, ჩემს კოლეგასთან ერთად, ვისაუბრე იმ საერთო საკითხებზე, რომელიც ორ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანია, მათ შორის ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონული პროექტების განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების ხელმოწერას’’-განაცხადა ლატვიის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა. 

Comments
Loading...