- Advertisement -

ზურაბ ალავიძე რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს,- ამის შესახებ ინფრომაიას ინფარასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქშიშიდა ქუჩების რეაბილიტაციაწლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე  რუსთავის 70 -მდე ეზოს კეთილმოწყობის   ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

 

ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 

Comments
Loading...