- Advertisement -

ზურაბ პატარაძემ ირანის გენერალურ კონსულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ჰოსეინ მაშჰადთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ირანის კონსულმა 3 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა და კმაყოფილება გამოთქვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენციაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლამ და აქტიურმა საჰაერო მიმოსვლამაც. ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საქართველოსა და ირანს შორის რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე მეგობრული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის გენერალურ კონსულს მადლობის სიგელი გადასცა.

Comments
Loading...