- Advertisement -

ზურაბ პატარაძემ შუახევში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი დღეს დილით იპოვეს. გარდაცვლილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე ოთხი დღის წინ გაუჩინარდა. დღესვე, სამძებრო სამუშაოების დასრულებამდე, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძე, რომელმაც დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურს 4 დღის მანძილზე გაწეული სამძებრო სამუშაოებისთვის.

შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა. მოზარდი ბურთის მოსატანად წავიდა და გაუჩინარდა.

Comments
Loading...