- Advertisement -

ზურაბ პატარაძემ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი ლოკაცია დაათავლიერა და დაზარალებული ოჯახები მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი თოიძე და მერიის წარმომადგენლები.

ზურაბ პატარაძემ დაზარალებულებს მხარდაჭერა აღუთქვა და მათთან ერთად საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი განიხილა.

ქალაქ ბათუმის მერიამ უკვე უზრუნველყო დაზარალებული ოჯახების დროებით ქირით გაყვანა. შემდეგ ეტაპზე მოხდება მათი სურვილის მიხედვით საცხოვრებელი ფართების ანაზღაურება, ალტერნატიული ფართების შეთავაზება ან დაზარალებულებთან ერთან ინვესტორის მოძიება.

24 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბათუმში, გოგებაშვილის N46-ში მთლიანად დაიწვა ორი სახლი, სახურავი დაუზიანდა მესამე სახლს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Comments
Loading...