- Advertisement -

ზურაბ პატარაძე პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციის მიზანი დემოკრატიული საზოგადოებისა და მედიაგანვითარების პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და პრესის თავისუფლების, როგორც ღირებულების აღნიშვნაა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღესასწაული მიულოცა მედიის ყველა წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში მედიასთან კომუნიკაცია მხოლოდ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.

შეხვედრის ორგანიზატორებია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო და ორგანიზაცია ,,აირექსი“. შეხვედრა უკვე მესამედ იმართება სიმბოლურად, პრესის თავისუფლების დღეს.

შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...