- Advertisement -

ზურაბ პატარაძე ხულოში სამუშაო კაბინეტის მოწყობასა და მოქალაქეების მიღებას გეგმავს

ხულოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაო კაბინეტის მოწყობას გეგმავს, ამის შესახებ ზურაბ პატარაძემ რამდენიმე დღის წინ ხულოში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით აღნიშნულ კაბინეტში მოქალაქეების მიღებას შეძლებს, სადაც მათ პრობლემებზე გაესაუბრება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით ეს გზა უფრო ეფექტური იქნება რადგან სწორედ ამით შეძლებს მოქალაქეებთან უფრო მეტი კომუნიკაცია ქონდეს და პრობლემებიც ოპერატიულად გადაიჭრას. ზურაბ პატარაძის განცხადებით სამუშაო კაბინეტის მოწყობას ხულოდან დაიწყებს და შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. 

“სამუშაო კაბინეტის მოწყობა დაიწყება ხულოდან და შემდეგ გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ გვექნება სამუშაო ოთახი ესე ვთქვათ მოქალაქეების მიღების ოთახი სადაც მაღალმთიან აჭარაში ჩვენ ადგილზე გავმართავთ შეხვედრას მოქალაქეებთან რათა ოპერატიულად მოხდეს ადგილზევე პრობლემების გადაჭრა, მოგვარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან მეტი ჩართულობა მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა პროექტებში და პროცესებში", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

სამუშაო კაბინეტის მოწყობის ეფექტურობაზე საუბრობს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიც, როგორც გოჩა მელაძე „აიპრესთან“ აცხადებს ჯერ კაბინეტი არ აქვთ შერჩეული ,თუმცა მზად არის კონკრეტული ოთახის გამოყოფამდე საკუთარი კაბინეტი დაუთმოს, გოჩა მელაძე იმასაც აღნიშნავს, რომ არსებული კაბინეტი აუცილებლად იქნება აჭარის მტავრობის თვმჯდომარის შესაფერისი. 

„იცით რომ ბატონი ზურაბი ძალიან ხშირად სტუმრობს მაღალმთიან აჭარას და ძალიან დიდი ყურადღებას უთმობს მთის განვითარებას შესაბამისად როდესაც მას ექნება ამის შესაძლებლობა ამობრძანდება და პირადად შეხვდება მოქალაქეებს გამართავს მათთან შეხვედრს, აგრეთვე მოიწვევს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ თუ სხვა პირებს, ეს არის ხალხთან უფრო ახლოყოფნაზე ხაზგასმა. 

მზად ვარ, რომ ჩემი სამუშაო კაბინეტი დავუთმო ბატონ ზურაბს იმიტომ, რომ იმდენად ეფექტური მენეჯერია და იმდენად ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია მთისთვის. თუმცა ასე ცალკეული კაბინეტი ჯერ შერჩეული არ გვაქვს. მაგრამ იგი აუცილებლად უნდა იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაფერისი", – განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...