- Advertisement -

“ზღვის ვარსკვლავი 2018” ბათუმის პორტში თურქული ფლოტი იმყოფება

შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში ბათუმის პორტში თურქეთის საზღვაო ძალების გემები შემოვიდა. ეკიპაჟს აჭარის მთავრობამ უმასპინძლა.

მთავრობის წევრებმა ვიზიტის მნიშვნელობასა და შავი ზღვის უსაფრთხებაში საქართველოს როლზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება და წვრთნები, რომლის მიზანიცაა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება. მსურველებს შესაძლებო ექნებათ გემები დღეიდან სამი დღის განმავლობაში დაათვალიერონ.

Comments
Loading...