- Advertisement -

“თანასწორობის მოძრაობამ“ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია-პერფორმანსი მოაწყო

"თანასწორობის მოძრაობამ“ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში აქცია-პერფორმანსი მოაწყო. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ყველა იმ ქალის სათქმელის ხალხამდე მისატანად გაკეთდა, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას და გაიჟღერებს მათი ხმა, ვისაც სხვადასხვა მიზეზით დუმილი უწევს.

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) განცხადებით, 2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, 8 მარტს შეუერთდნენ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ერთად იზეიმონ, იმოქმედონ და შეცვალონ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.

Comments
Loading...