თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ipressთიანეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 მარტი, 2019 117 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ18-კმ30 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.