- Advertisement -

თბილისში, სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციით გარდავცლილთაგან ერთ-ერთი ზესტაფონელი, 19 წლის ლაშა კობახიძეა

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი ზესტაფონელი, 19 წლის ლაშა კობახიძეა.

ახალგაზრდა კაცი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ცხოვრობდა და თბილისში სამუშაოდ იყო წასული.

ცნობისთვის, თბილისში ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა და მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა, სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი.

Comments
Loading...