თბილისში, სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციით გარდავცლილთაგან ერთ-ერთი თერჯოლის მკვიდრია ipressთერჯოლის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 31 იანვარი, 2019 68 თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ გაზის ნამწვით ინტოქსიკაციით 7 გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი თერჯოლის მკვიდრია 54 წლის წლის მამაკაცი თერჯოლიდან თბილისში წლების წინ წავიდა, ბოლოს კი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. რამდენიმე საათის წინ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი ნაქირავებ ბინაში გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალი იპოვეს. ცნობისთვის, თბილისში ქეთევან წამებულის 67 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე დაღუპული მუშად მუშაობდა და მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა, სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი. გარდაცვლილითერჯოლა