- Advertisement -

თელავის ახლადგახსნილ მუზეუმში საკანალიზაციო მილი გასკდა – დაზიანდა 5 ნახატი

თელავის ისტორიულ მუზეუმში, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ საზეიმოდ გახსნა, საკანალიზაციო მილი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც რამდენიმე ნახატი დაზიანდა. ინფორმაცია "აიპრესს" მუზეუმის დირექტორმა დაუდასტურა. 

გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, რომ მომხდარის შედეგად 5 ნახატი მცირედ დაზიანდა.

"კი, მართლაც მოხდა ასეთი ფაქტი, სავარაუდოდ მიწაყრილის გამო დეფორმაცია განიცადა საკანალიზაციო მილმა, მწყობრიდან გამოვიდა, წყლის გატარება ვეღარ შეძლო და დაგროვილმა წყალმა დაახლოებით 5 ნახატი დაასველა. რაც მთავარია, ეს ნახატები არ იყო მუზეუმში დაცული შედევრებიდან არცერთი, ისინი უკვე გავაშრეთ და საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც დროულად მოაგვარეს პრობლემა.“ – განუცხადა "აიპრესს" გურამ ურჩუხიშვილმა

Comments
Loading...