თელავის თეატრში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა თელავი დამატების თარიღი 12 მარტი, 2018 239 თელავის თეატრში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაცია კახეთის გურბანტრომა და ტურიზმის ეროვნულო სააგენტოს ხელმძღვანელმა წარადგინეს. ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და ასევე არასამთავრიბო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "იზრდება კახეთის ეკონომიკური პოტენციალი როგორც სოფლის მეურნების, ასევე მეღვინეობის კუთხით.განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მზარდი პოტენციალი. ეს სააგენტო კახეთისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ინვესტორი,ვინც ჩამოდის კახეთში და ვისაც უნდა კახეთში სოფლის მეუენებაში და ტურიზმში თანხის ჩადება ,ამ სააგენტოს საშუალებით მას მიეწოდება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობები და საშუალებებია.ეს სააგენტო შუამავალი და ანიმატორია ყველა იმ თვითმართველ სახელმწიფო ორგანოსთან,რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ინვესტიციის განხორციელებისთვის,“- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. პროექტის მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება,რაც რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.