- Advertisement -

თელავის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონიერებას 18 მაისიდან დაიწყებს

თელავის ისტორიული მუზეუმი ფუნქციონიერებას 18 მაისიდან დაიწყებს – ამის შესახებ ,,აიპრესს,, მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპლექსი ოფიციალურად 18 მაისს გაიხსნება და გახსნიდან რამდენიმე დღეში სრული დატვირთვით იმუშავებს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარბაზებში ექსპოზიციების განთავსება. მუზეუმის ოფიციალური გახსნა 18 მაისისთვის არის დაგეგმილი, ჩელოდებით სტუმრებს. 19 მაისს ჩვენი მუზეუმი შეუერთდება აქციას "ღამე მუზეუმში" და 20 რიცხვიდან უკვე სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას. ტურისტების ნაკადმა გაზაფხულის დადგომასთან ერთად იმატა, შემოდიან კომპლექსის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ეტაპზე ხოლოდ ეზოს დათვალიერებით კმაყოფილდებიან. ვიმედოვნებთ, განახლებულ კომპლექსს არაერთი დამთვალიერებელი ეყოლება", – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას გურამ ურჩუხიშვილმა.

Comments
Loading...