- Advertisement -

თელავის ისტორიულ უბანში მდებარე კვირიკეს გალავანი და ეკლესია ახალ წლამდე განათდება

თელავის ისტორიულ უბანში მდებარე კვირიკეს გალავანი და ეკლესია ახალ წლამდე განათდება.ამის შესახებ “აიპრესს” თელავის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა განუცხადა.

ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, გალავანისა და კარის ეკლესიის ტერიტორია ცოტა ხნის წინ დასუფთავდა, უახლოეს დღეებში კი გარე განათების მოწყობა იგეგმება,რაც უძველეს ისტორიულ ძეგლს ქალაქის სტუმრებისთვის უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის.

“აღნიშნული ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ დასუფთავებულა და მივიწყებული იყო. ჩვენ დავასუფთავეთ კვირიკეს ისტორიული გალავანი,კარის ეკლესია, ახლა ვგეგმავთ გარე განათების მოწყობას, დაახლოებით 55 სანათი დამონტაჟდება ტერიტორიაზე და ვფიქრობთ საახალწლოდ უკვე გავანათოთ ძეგლი. ტერიტორიაზე მომავალი წლიდან ვგეგმავთ ასევე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას, სადაც სავარაუდოდ კვირიკეს სასახლის ნაშთებს მივაგნებთ. ტერიტორიაზე ყველა სამუშაო ალავერდის ეპარქიასთან ურთეირთთანამშრომლობით ხორციელდება”, – განუცხადა “აიპრესს” გაგნიძემ.

ტერიტორიის დასუფთავებისთვის თელავის მერიამ 5 ათასი ლარი გამოყო, ხოლო გარე განათების მოწყობაზე ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარის დაიხრჯება.

Comments
Loading...