- Advertisement -

თელავის მერია დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 6250 ლარს დახარჯავს

"ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მერია ორ აქტივობას გეგმავს. თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი 41 მრავალშვილიანი ოჯახი, ასევე 14 მარტოხელა დედა,მთლიანობაში 55 ბენეფიციარი. 3 მარტს მერია თითოეულ ოჯახს სიმბოლურად ყვავილების თაიგულს და 100 ლარის ოდენობის ვაუჩერს გადასცემს,“ – აღნიშმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უსაჩუქროდ არც თელავის სამშობიაროებში მყოფი დედები დარჩებიან. მერიის თანამშრომლები მათ მოინახულებენ და დედის დღეს თაიგულებით მიულოცავენ.

Comments
Loading...