- Advertisement -

თელავის მერია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქში წინა წლის მსგავსად გაგრძელდება გზების რეაბილიტაციის პროცესი. მისივე თქმით, იგეგმება ნადიკვრის პარკისა და მრავალსართულიანი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია.

“თელავის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს წინა წლის მსგავსად გავაგრძელებთ. თუმცა იმის გამო, რომ სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტი თელავის ნაწილში ისევ მიმდიანრეობს, ზოგიერთ ქუჩას ვერ ჩავუტარებთ რეაბილიტაციას, მაგრამ ახალი ასფალტის საფარი იქნება გოგებაშვილის, ბოჭორიძისა და ქლუხორის ქუჩებზე, ასევე მოხდება გარკვეული ქუჩების ორმოული შეკეთებები.აღნიშნული სამიშაოებისთვის ჯამში დაახლოებით 1 500 000 ლარი დაიხარჯება. ვიწყებთ ასევე ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას. ჭავჭავაძის #2ში (თი-ბი-სი ბანკის მოპირდაპირედ) მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდება გარე ფასადის რეაბილიტაცია და ასევე, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ყადორის ბინების გარე ფასადები შეიღებება”, – განუცხადა “აიპრესს” ნარეკლიშვილმა.

Comments
Loading...