- Advertisement -

თელავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100 ლარით განისაზღვრა

დღეს თელავის საკრებულოში მერიაში ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.  სხდომაზე ოპოზიციამ საკრებულო კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ბადურ რევაზიშვილის თქმით, დარღვეულია საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ხელფასის ზრდის საკითხი 20 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100 ლარით განისაზღვრა. პირველ მოადგილეებს 2800, მოადგილეების კი 2500 ლარი დაენიშნათ.

Comments
Loading...