- Advertisement -

თელავის მერი: ნაგავსაყრელების დასუფთავებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შალაურსა და კისისხევში მწვავედ დგას გარემოს დაბინძურების პრობლემა. ნაგავი ყრია როგორც სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ნაპირებზე, ასევე ხევებში. სოფლებიდან ნაგავი კვირაში ორჯერ ნაგვის მანქანით გადის, დგას ბუნკერებიც. თუმცა ადგილობრივების თქმით, პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

მოსახლეობას განსაკუთრებით ზაფხულის დადგომის ეშინია, რადგან ტემპერატურის მატებას თან ახლავს მძაფრი, უსიამოვნო სუნი და ინფექციების გავრცელების რისკი.

სოფლებში ამბობენ, რომ ხევებთან ახლოს ხშირად გადაადგილება შინაური პირუტყვი, რა დროსაც ცხოველები ბალახთან ერთად ნარჩენებითაც იკვებებიან. მოსახლეობა საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე და მასობრივი დასუფთავების აქციების გამართვაზე ამახვილებს ყურადღებას. თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია.

,,პრობლემას ვიცნობ და მის მოსაგვარებლად უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კპნკრეტულ ნაბიჯებს. მოსახლეობის დაჯარიმების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ხალხი ნაგავს ძირითადად ღამის საათებში ყრის ხევებში, რის გამოც ყველა შემთხვევაზე სანქციების გაცემა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების მონიტორინგი მიმდინარეობს და დასუფთავდება ყველა ის ტერიტორია, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა. დასუფთავების სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. ხევების გამოცდადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხევების დასუფთავებას უახლოეს მომავალში დაიწყებს." – განაცხადა ნარეკლიშვილმა ,,აიპრესთან,, საუბრისას.

Comments
Loading...