- Advertisement -

თელავის მერი: ქალაქი მზადყოფნაშია ინაუგურავიისათვის

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამის შესახებ “აიპრესს” თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

“აქტიურად ვემზადებით ინაუგურაციისათვის. სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მუზეუმის ტერიტორიაზე,ასევე კომპლექსის გარე ფართობის მოწესრიგებას ვახდენთ. სტუმრების მისაღებად სრული მზადყოფნა გვაქვს ქალაქში. ჩემი ინფორმაციით, სტუმრების სიის დაზუსტებაზე მუშაობს საორგანიზაციო კომიტეტი და სიასაც ალბათ თავად გამოაქვეყნებს უახლოეს პერიოდში”,- განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას ნარეკლიშვილმა.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი 16 დეკემბერს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

Comments
Loading...