- Advertisement -

თელავის მთავარი ღირსშესანიშნაობა, 900 წლოვანი ჭადრის ხე, ხმება

შესაძლოა უახლოეს მომავალში თელავი ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის გარეშე დარჩეს, ქალაქის 900 წლოვანი ჭადრის ხე ხმება. გასულ წელს გერმანელმა სპეციალისტებმა ხის გადასარჩენად გარკვეული სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ჭადრის ხის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

"საუკუნოვანი ხისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გერმანიიდან სპეციალისტი იმყოფებოდნენ, რომელმაც გამოკვლევები და პირველადი მკურნლობის პროცედურები ჩაუტარა. ჭადრის მკურნალობის პროცესში 2018 წლიდან კვალიფიციურ უცხოეული სპეციალისტები ისევ ჩაერთვებიან.“ – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

Comments
Loading...