- Advertisement -

თელავის მთავარ ღირსშესანიშნაობას, 900 წლოვან ჭადარს გახმობა აღარ ემუქრება

თელავის მთავარ ღირსშესანიშნაობას, 900 წლოვან ჭადარს გახმობა აღარ ემუქრება-ამის შესახებ "აიპრესს" თელავის მერმა განუცხადა.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ჭადრის ხის ხმობის პროცესი უკვე შეჩერებულია და დამატებით სამუშაობს ხის გაჯანსაღების მიზნით, ქართველი სპეციალისტები აპრილის, ან მაისის თვეში დაიწყებენ.

"საბედნიეროდ, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ჭირსშესანიშანოაბას, ცხა საუკუნის ჭადრის ხეს,რომლეიც ყველა სეზონზე იზიდასვ ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს, გახმობა აღარ ემუქრება. შიგნიდან ხის ლპობის პროცესი შეჩერებულია, დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისიდან იყვნენ ჩამოსული ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეამოწმეს ჭადრის მდგომარეობა. ხის გაჯანსაღების მიზნით დამატებით სამუშაოებს უკვე აპრილი-მაისის თვეში დავიწყებთ", – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას თელავის მერმა.

Comments
Loading...