- Advertisement -

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ფშაველში გვიან ღამით მოხდა.

"აიპრესის" ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმენეთს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...