- Advertisement -

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა

ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე , იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და მოსამართლეები დაესწრნენ.

ნაფიცმსაჯულთა დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა.

ახლადგახსნილი სივრცე აშშ -ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით თანამედროვე,დასავლური სტანდარტებით მოეწყო.

"დასრულდა სასამართლო სხდომის დარბაზის მშენებლობა,რომელიც ამერიკული სხდომის დარბაზის შესაბისადაა მოწყობიი.ამ თვის ბოლოს ახალ დარბაზში გაიმართება ნაფიც მსაჯულთა პირველი სხდომა,ასეთი დარბაზი ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების ხარისხიანად და კომფორტულ გარემოში ჩატარებას"- განაცხადა საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა,გიორგი მიქაუტაძემ.

პროექტრის სრული ღირებულება 544704.63 ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოშიც დასრულდა.

Comments
Loading...