- Advertisement -

თელავის რაიონულ სასამართლოში ქეთევან მირიანაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა 14 თებერვალს ჩაინიშნა

თელავის რაიონულ სასამართლოში ველისციხის ინციდენტის მონაწილის, ქეთევან მირიანაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა სია სადავოდ მიიჩნია, რის გამოც არსებითი სხდომის თარიღი განსაზღვრა.

ბრალდებული ქეთევან მირიანაშვილი თავს უდანაშაულიდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის სტატუსით იმყოფებიდა.

საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

მორიგი სასამართლ სხდომა 2019 წლის 14 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

Comments
Loading...